თეგი: „შაშვი შაშვი მაყვალი”

ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ შვეიცარიის კინოდაჯილდოების ნომინანტია

ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს საუკეთესო მხატვრული ფილმის, ხმის, სცენარისა და მონტაჟის ნომინაციებში. დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს, ციურიხში გაიმართება. შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება. დაჯილდოების ფოკუსში ხვდებიან ფილმები, რომლებიც შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით შეიქმნა.  რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოებიც დაიმსახურა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია  

ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” შესრულებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია